The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუდუ ფაჩულია

ბუდუ ფაჩულია
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2009  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ფაკულტეტი 1948 წელს. 

1948-1949წწ. მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე შავი ზღვის სანაპიროზე სარკინიგზო გვირაბების, 1949-1951წწ. ზესტაფონ-ჭიათურის ფართოლიანდაგიანი რკინიგზის, 1952-1956წწ. და 1961-1978წწ. თბილისის მეტროპოლიტენის, 1957-1961წწ. ყირიმის მიწისქვეშა ნაგებობათა, 1979-1981წწ. ქ. სოფიის (ბულგარეთი) მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. 1981 წლიდან თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის მთავარი ინჟინერი, ინჟინერ-მშენებელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.243; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.89

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1953-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: