The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



დავით ბააზოვი

დავით ბააზოვი
დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:1947  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

პირველადი განათლება ცხინვალის სინაგოგაში მიიღო. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა სიონისტური განათლების ორ ცენტრში, სლუცკსა და ვილნიუსში, სადაც დაეუფლა ებრაულ ფილოსოფიას.

1903 წელს საქართველოში დაბრუნდა და შეუერთდა სიონისტურ მოძრაობას; 1904 წელს დაინიშნა ონის რაბინად. მისი დაუღალავი შრომით 1920 წლისთვის საქართველოს ებრაელებს შორის გაჩნდა სიონისტური ორგანიზაციის წრეები; 1918 წელს ქუთაისში დაიწყო გაზეთ "ებრაელის ხმის" გამოცემა, რომლის დაფუძნებასა და მუშაობაში მას დიდი წვლილი მიუძღოდა; ამ პერიოდში იგი ახალციხეში გადავიდა სინაგოგის რაბინად; მისი დამსახურება იყო ქართული, სომხური და ებრაული მოსახლეობის გადარჩენა თურქული რაზმების შემოსევის დროს; ამაში მას დაეხმარა პირადი ურთიერთობები თურქეთის მაღალი წრის წამომადგენლებთან. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ (1921 წ.) ნ. ელიაშვილთან და თავის შვილ გ. ბააზოვთან ერთად ჩამოაყალიბა ებრაული სკოლები, სადაც სხვა საგნებთან ერთად ისწავლებოდა ივრითი და ებრაელი ხალხის ისტორია; 1924 წელს გ. ბააზოვთან ერთად გამოსცა გაზეთი "მაკაბელი" (გამოვიდა სამი ნომერი); 1925 წელს მან ხელისუფლებისაგან ნებართვა მიიღო ქართველი ებრაელების მცირე ჯგუფთან ერთად მუდმივად საცხოვრებლად წასულიყო ერეცში, ისრაელში; იგი ამ ჯგუფთან ერთად  გაემგზავრა და მოამზადა ნიადაგი სხვა ებრაელების ჩამოსაყვანად, რისთვისაც ბრიტანული სამანდატო ხელისუფლებისაგან მიიღო ასობით სერთიფიკატი, მაგრამ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებისაგან უარი მიიღო ებრაელების სხვა ჯგუფის გამგზავრებაზე; 1920-1930-იან წლებში ბააზოვი აქტიურად იყო დაკავშირებული რუსეთის ჯერ კიდევ ლეგალურ სიონისტურ ორგანიზაციებთან და მათ ხელმძღვანელებთან, და შემდეგში არალეგალურ მდგომარეობაზე გადასულ სიონისტურ ჯგუფებთან; 1938 წელს  იგი თავის შვილთან ერთად დააპატიმრეს არალეგალური სიონისტური საქმიანობის ბრალდებით. სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რომელიც შემდეგ ციმბირში გადასახლებით შეცვალეს. 1945 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და გააგრძელა ეროვნულ-განმანათლებლური მოღვაწეობა. ქართველ ებრაელთა სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოში სიონისტური მოძრაობის წარმომადგენელი, რაბინი. მონაწილეობდა 1903 წელს გამართულ ბაზელის სიონისტურ კონგრესში.

წყარო: http://www.georgianjews.org/stat.php?      id=17&lang=ru&PHPSESSID=bbd520f2c318c0d93ac072c29d042aca

          http://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ბააზოვი


გააზიარე: