The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოდერძი ფირალიშვილი

Date of birth:1768
Date of death:1823  (at 55 years)
Category:Calligrapher, Translator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

მოღვაწეობდა ერეკლე II-ის კარზე. 1801 წლიდან მსახურობდა პეტერბურგის საგარეო საქმეთა კოლეგიაში როგორც მთარგმნელი და კალიგრაფი. მას ეკუთვნის "თვითმასწავლებელი ორთა ენათა, ესე იგი რუსთა ქართულისა და ქართველთა რუსულისა" (პეტერბურგი, 1820), "საზოგადო მდივნობა" (პეტერბურგი, 1821), რომელშიც თავმოყრილია ოფიციალური და კერძო მიმოწერის ნიმუშები. მის მიერ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტზე შექმნილი ტრაგედია, რომელიც არ შეესაბამებოდა კლასიცისტური დრამის კანონებს, არ გამოქვეყნებულა. ლექსებში "გლოვა მეფისა ირაკლისა" და "ტორუასა და ნილიას გაბაასება" ალეგორიულად არის გამოხატული ავტორის თავგადასავალი, აგრეთვე ერეკლე მეფისა და სოლომონ ლიონიძის კონფლიქტი. მწიგნობარი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.329; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.305-306


Share: