შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ფირალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1939 წელს. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში. ავტორია თეორიული ხასიათის შრომებისა. ფერწერული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "ქართველი ქალი ნაბდით" (1958, მხატვრის კუთვნილება), "აკადემიკოსი კ. კეკელიძის პორტრეტი" (1958, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კ. კეკელიძის კაბინეტი) "ქალის პორტრეტი" (1962, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "შემოდგომა ვერეს ხეობაში" (1982, მხატვრის კუთვნილება). ხელოვნების ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1973), პროფესორი (1975). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.329 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |