The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ფირალიშვილი

დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 1984  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1939 წელს.

პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში. ავტორია თეორიული ხასიათის შრომებისა. ფერწერული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "ქართველი ქალი ნაბდით" (1958, მხატვრის კუთვნილება), "აკადემიკოსი კ. კეკელიძის პორტრეტი" (1958, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კ. კეკელიძის კაბინეტი) "ქალის პორტრეტი" (1962, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "შემოდგომა ვერეს ხეობაში" (1982, მხატვრის კუთვნილება). ხელოვნების ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1973), პროფესორი (1975).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.329

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1948-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: