The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ზაქარია ყანჩაველი

ზაქარია ყანჩაველი
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:1932  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1915 წელს.

1915-1917წწ. მუშაობდა ბოტანიკურ ბაღში და ხელმძღვანელობდა შავი ზღვის და თბილისის გუბერნიებში სამკურნალო მცენარეთა შემსწავლელ ორგანიზაციას; 1917 წლიდან თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრაზე იყო, 1918 წლიდან - თსუ-ში, 1922-1932წწ. - უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრის გამგე; შეთავსებით განაგებდა თბილისის ბოტანიკური ბაღის ფლორისტულ კაბინეტს, ხოლო შემდეგ (გარდაცვალებამდე) მისი დირექტორი იყო; ბოტანიკის კათედრები ჩამოაყალიბა სასოფლო-სამეურნეო, სამედიცინო და პედაგოგიურ ინსტიტუტებში; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველ ბოტანიკოსთა კათედრის აღზრდაში; დაამუშავა ქართული ბოტანიკური ტერმინოლოგია; 1919 წელს გამოსცა (პირველად ქართულ ენაზე) გვიმრანაირ და ყვავილოვან მცენარეთა სარკვევი; 1927 წლიდან პირველი ქართული სახელმძღვანელო 2 ტომად; ბოტანიკოსი, სისტემატიკოს-ფლორისტი, ბოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; პირველი ქართველი დოქტორი ბოტანიკის დარგში; პროფესორი (1924).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.908

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: