Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ცხადაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის კოლეჯი 1983 წელს(კლარნეტი), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 2005–2011წწ. სწავლობდა ამსტერდამისა და ნიცის კონსერვატორიაში, პედაგოგები: დე ბური, მიშელ ლეტიეკი(კლარნეტი); გაიარა მასტერკლასები მუსიკოსებთან: კ. ლაისტერი, მ. პრეისლერი; ასრულებს კლარნეტის პარტიას ევროპის სხვადასხვა ცნობილ ორკესტრებთან, მონაწილეობს კამერულ კონცერტებში საქართველოსა და უცხოეთში; 2008 წლიდან არის დამაარსებელი და ხელმძღვანელი საქართველოში ყოველწლიური "თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალისა" და "ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალის"(2012); აგრეთვე ჭიათურის მუსიკალური აკადემიის თანადამფუძნებელი(2009); 2013 წელს დააარსა(გიტარისტ ეზარ ელიასთან ერთად) დუეტი; რეპერტუარი: სტამიცი კონცერტი N3 B Dur, მოცარტი კონცერტი A Dur, მოცარტი სიმფონია კონჩერტანტე ჩასაბერისა და ორკესტრისათვის, ვებერი კონცერტინო N1 f moll, ბ. კრუსელი კონცერტი N2 f moll, კ. კურპინსკი კონცერტი B Dur, მენდელსონის, ბრამსის, დებიუსის, რ. შტრაუსის კონცერტები; კლარნეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 551 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |