Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ყვარელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის შსს უმაღლესი აკადემია. მრავალგზის პრიზიორი; პროფკავშირების საკავშირო სპარტაკიადის სამგზის ჩემპიონი; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის პრიზიორი; მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი (მწვრთნელი - გ. როსტიაშვილი); 1988-1991წწ. იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე; 1994-2000წწ. საქართველოს შსს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე; მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებოსთვის; სპორტის სახეობა: თავისუფალი ჭიდაობა; იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1998), პოლიციის გენერალ-მაიორი (1994). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არასრულწლოვანთა ქცევის დეკრიმინალიზაციის პრობლემა პენიტენციალური სისტემის განვითარების პირობებში", 1996 წელს. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.911; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.426 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |