The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური ცხომელიძე

Date of birth:11 April, 1922  (103 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1948 წელს(ვიოლინო).

1941–1951წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, პარალელურად 1941–1956წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ორკესტრანტი; 1949–1951წწ. აფხაზეთის ფილარმონიის სოლისტი; მუსიკალური სასწავლებლისა და სკოლის პედაგოგი; 1977–1981წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის ორკესტრანტი(I ვიოლინო); 1961–1976წწ. თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის პედაგოგი; 1977 წლიდან თბილისის N14 მუსიკალური სკოლის პედაგოგი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1958 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე; ქართული რეპერტუარი: ე. ექსანიშვილი სიმებიანი კვარტეტი N1(1944), სავიოლინო სონატა(1981), მ. დავითაშვილი პოემა(1954), ტ. ბაქრაძე სავიოლინო რონდო–სონატა(1958, პირველი შესრულება), საფორტეპიანო ტრიო N2(1972, პირველი შესრულება), დ. ჩხეიძე კონცერტი N1(1974), 4 სავიოლინო პიესა(1980), ვ. კურტიდი კონცერტი N2(1974), კონცერტი N3(1979), კონცერტი N4(1979); სხვა რეპერტუარი: სვენსენი "რომანსი" ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, იუზო ტოიამა კონცერტი(ორივე პირველი შესრულება საქართველოში); მევიოლინე, საქართველოს სახელმწიფო საფორტეპიანო ტრიოს წევრი(I ვიოლინო).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 551


Share: