Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან მელიქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1835 წელს პრაპორშჩიკის ჩინით. 1837-1869 წწ. მონაწილეობდა ექსპედიციებში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ. იყო ნ. ბარათაშვილის ახლო მეგობარი. 1844 წელს იყო ნახიჩევანის მაზრის უფროსი და მოადგილედ თან ჰყავდა წაყვანილი ნიკოლოზ ბარათაშვილი. კონსტანტინე მამაცაშვილის მოგონებებში წარმოდგენილია საქართველოს წარსულზე და აწმყოზე მოაზროვნე პატრიოტ ახალგაზრდათა წრის წევრად. 1844 წელს მეთაურობდა ცალკე ცხენოსან მილიციას. 1845 წელს დაინიშნა იმერული მილიციის თბილისის ქვეითთა დრუჟინის მეთაურად. 1849 წელს სათავეში ჩაუდგა I ქართულ ქვეითთა პოლკს, ამავე წელს მიიღო გენერლის წოდება. 1854 წელს მისი სარდლობით აიღეს ღუნიბის ციხე, რისთვისაც მას გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიეკუთვნა. 1863 წელს მას მიენიჭა კავალერიის გენერლის წოდება. 1877 წელს დაინიშნა დაღესტნის ოლქის უფროსად და ოლქის ჯარების სარდლად. 1880 წელს კი კავკასიის არმიის ჯარების მთავარსარდლის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე დაჰყო სიცოცხლის ბოლომდე. 1871 წელს სტავროპოლის გიმნაზიაში და თემირ-ხან შურას მთიელთა საოლქო სკოლა-პანსიონში დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია. რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი (1879). 1889 წელს სამუდამოდ ჩაირიცხა აფშერონის პოლკის სიებში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.558; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.70; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |