The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუგული ყიფიანი

გუგული ყიფიანი
ოფიციალური სახელი:აპოლონ ყიფიანი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1989  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1925 წელს; თბილისის სამშენებლო ინსტიტუტის არასრული კურსი 1950 წელს.

1926-1944წწ. მუშაობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის ადმინისტრატორად, შემდეგ მთავარ ადმინისტრატორად; 1944-1955წწ.  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორის მოადგილედ, სადაც თავი გამოიჩინა როგორც შესანიშნავმა ორგანიზატორმა; 1955-1977წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს ფილარმონიის ამ პერიოდის დიდი შემოქმედებითი მიღწევები; იყო გამოჩენილი იმპრესარიო; მისი მონდომებით ქართული მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კულტურა გავიდა საზღვარგარეთ, გაიცნო მთელმა მსოფლიომ; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორად; იყო ქართული კულტურის დიდი მოამაგე; მრავალმხრივი მოღვაწე, კოლორიტული პიროვნება, კულტურის მუშაკი, იმპრესარიო.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.912

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: