The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ყიფშიძე

ელენე ყიფშიძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1 აგვისტო, 2004  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1948 წელს.

1948 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრის მსახიობია; ქმნის ჰეროიკულ დრამატულ და კომედიურ სახეებს, რომლებიც გამსჭვალულია დიდი შინაგანი სითბოთი, ადამიანურობით, გულწრფელობით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით, გამოირჩევა მუსიკალობითა და დიდი სცენური მომხიბვლელობით; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუცკია (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ლილი (ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), ვიოლა (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), მაია (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), სონა, კეკელა ("ძველი ვოდევილები"), ფოფია (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), მაგდა (ო. ჩხეიძის "ვისია ვისი?!"), მარგო (ლ. როსებას "პრემიერა") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "ჩარირამა", "თოჯინები იცინიან", "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", "ასი გრამი გამბედაობისათვის" და სხვა; მონაწილეობდა რადიო და ტელეგადაცემებში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.913; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.67; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • 1973 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: