The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ყიფშიძე

სიმონ ყიფშიძე
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1953  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბიღაში, ჭიათურის რაიონი. 

დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1912 წელს.

მუშაობდა ოდესაში ექიმად; იყო ი. ანფიმოვის ასისტენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1925-1953წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1930 წლიდან სამედიცინო უნსტიტუტის) სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრას; 1941-1945წწ. იყო ამიერკავკასიის სამხარეო ოლქის მთავარი ნევროპათოლოგი; შეისწავლიდა ნათხემის პათოლოგიას (ცნობილია ყიფშიძის სიმპტომი ნათხემის პათოლოგიის დროს); ნერვული სისტემის ინფექციებს, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს; ნერვულ-კუნთოვანი აპარატის ელექტროფიზიოლოგიას, ნევროზებს და სხვა; ქართულ ენაზე დაწერილი ნევროპათოლოგიის სახელმძღვანელოს პირველი ავტორია; მას ეკუთვნის გამოკვლევები თავის ტვინის ბირთვებისა და გამტარი გზების შესახებ; 1953 წელს თბილისის ნევროპათოოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოებას მისი სახელი მიენიჭა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნევროპათოლოგი, თეორიული და პრაქტიკული მეცნიერული ნევროპათოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1924); პროფესორი (1927), ნ. პოპოვის მოწაფე. 

სადისერტაციო ნაშრომი - "მასალები პატარა ტვინის პათოლოგიისათვის" (1924).   

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.913

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: