The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელქისედეკი (გელათის ეპისკოპოსი)

ოფიციალური სახელი:მელქისედეკი საყვარელიძე
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

პირველი გელათელი - გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით; იყო იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565) პოლიტიკური თანამებრძოლი დასავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანებისთვის. მან თავისი სახსრებით გააკეთებინა გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქვის კანკელი, საკურთხეველში მღვდელმთავართა საჯდომი - "საყდარი" და სამკვეთლოში ქვის მაგიდა- "ტრაპეზი". ამ ტაძრის კედლებზე შემონახულია მისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერები და მისი პორტრეტული გამოსახულება. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.561



გააზიარე: