შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ყუბანეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1952 წელს. 1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1973-1990წწ. დაზგური გრაფიკის კათედრის გამგე; მონაწილეობდა სსრკ-გერმანიის ომში; ცნობილია ძირითადად როგორც წიგნის ილუსტრატორი; გააფორმა ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი" (ავტოლიტოგრაფია, 1957), ვაჟა-ფშაველას სამი პოემა "გველის მჭამელი", "ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი" (გრავიურები ლინოლეუმზე, 1961); ავტორია დაზგური ნამუშევრებისა, პორტრეტების სერიაში "ჩემი თანამედროვენი" (1967) წარმოდგენილია მხატვრის თანამედროვე გამოჩენილ თბილისელთა, მისივე მეგობრების პორტრეტები; ფერადი ლინოგრავიურების ალბომში "მეტყველი დუმილი" (1969) - ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები; მას ეკუთვნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა პორტრეტების სერია "ქართველი მწერლები" (ქსილოგრაფია, 1969); მხატვრის მიერ შესრულებული სკულპტურული კომპოზიცია (იოანე პეტრიწი და გრიგოლ ბაკურიანის ძე) დგას ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში; ავტორია მეთოდური სახელმძღვანელოებისა; მან თავისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ქართული შრიფტის სრულყოფას უძღვნა; ათეული წლები შეალია 12 ნაირსახეობის სასტამბო შრიფტის შექმნას; პროფესორი (1971); გრაფიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.914 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |