The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ყუბანეიშვილი

თეიმურაზ ყუბანეიშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1993  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1952 წელს.

1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1973-1990წწ. დაზგური გრაფიკის კათედრის გამგე; მონაწილეობდა სსრკ-გერმანიის ომში; ცნობილია ძირითადად როგორც წიგნის ილუსტრატორი; გააფორმა ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი" (ავტოლიტოგრაფია, 1957), ვაჟა-ფშაველას სამი პოემა "გველის მჭამელი", "ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი" (გრავიურები ლინოლეუმზე, 1961); ავტორია დაზგური ნამუშევრებისა, პორტრეტების სერიაში "ჩემი თანამედროვენი" (1967) წარმოდგენილია მხატვრის თანამედროვე გამოჩენილ თბილისელთა, მისივე მეგობრების პორტრეტები; ფერადი ლინოგრავიურების ალბომში "მეტყველი დუმილი" (1969) - ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები; მას ეკუთვნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა პორტრეტების სერია "ქართველი მწერლები" (ქსილოგრაფია, 1969); მხატვრის მიერ შესრულებული სკულპტურული კომპოზიცია (იოანე პეტრიწი და გრიგოლ ბაკურიანის ძე) დგას ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში; ავტორია მეთოდური სახელმძღვანელოებისა; მან თავისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ქართული შრიფტის სრულყოფას უძღვნა; ათეული წლები შეალია 12 ნაირსახეობის სასტამბო შრიფტის შექმნას; პროფესორი (1971); გრაფიკოსი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.914

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: