The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალოდია ყუფარაძე

ვალოდია ყუფარაძე
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ყუფარაძე
დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:1981  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია (ხელმძღვანელი ი. სუხიშვილი).

1939-1940წწ. მუშაობდა მოსკოვის ა. ალექსანდროვის სახ. საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ასრულებდა ქართულ ცეკვებს);1940-1941წწ. - საკავშირო შინაგან საქმეთა სახ. კომისარიატის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელმძღვანელი ზ. დუნაევსკი); 1942 -1949წწ. მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ცეკვავდა ქართულ ცეკვებს ქართულ ოპერებში, აგრეთვე ბალეტებში (ა. ბალანჩივაძის "მთების გული" და გ. კილაძის "სინათლე"); 1945-1967წწ. ცეკვავდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ დამსახურებულ ანსამბლში (ხელმძღვანელები ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი, ახლანდელი "ქართული ნაციონალური ბალეტი"); მაღალი ოსტატობით შეასრულა მრავალი სოლო პარტია ანსამბლის რეპერტუარიდან, თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ანსამბლის შემოქმედებით წარმატებებში; 1967 წლიდან განაგებდა ანსამბლის სამხატვრო-სადადგმო ნაწილს; მოცეკვავე.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.914-915

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1953 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშორისო ფესტივალი, ლაურეატი (ბუქარესტი)
  • რუმინეთის სახელმწიფო ორდენი "წითელი ვარსკვლავი"

გააზიარე: