| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალოდია ყუფარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდიის (ი. სუხიშვილის ხელმძღვანელობით) დამთავრების შემდეგ 1939 წელს მუშაობა დაიწყო მოსკოვის ალექსანდროვის სახელობის საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის წითელდროშოვან ანსამბლში ქართული და რუსული ცეკვების შემსრულებლად (ხელმძღვანელი ალ. ალექსანდროვი). 1940-1941 წლებში მუშაობდა საკავშირო შინაგან საქმეთა სახ. კომისარიატის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელმძღვანელი ზ. დუნაევსკი). 1942 -1949წწ. მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მოცეკვავე-მსახიობად; ცეკვავდა ქართულ ცეკვებს ქართულ ოპერებში, აგრეთვე ბალეტებში (ა. ბალანჩივაძის "მთების გული" და გ. კილაძის "სინათლე"); 1945 წელს ჩაირიცხა ახლადშექმნილ საქართველოს სსრ ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ხელმძღვანელები ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი, ახლანდელი "ქართული ნაციონალური ბალეტი") სოლისტ-მოცეკვავედ; მაღალი ოსტატობით ასრულებდა მრავალ სოლო პარტიას ანსამბლის რეპერტუარიდან; 1967 წლიდან განაგებდა ანსამბლის სამხატვრო-სადადგმო ნაწილს; იყო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (ბუქარესტი, 1953) და რუმინეთის სახელმწიფო ორდენის "წითელი ვარსკვლავის" კავალერი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.914-915; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.272-273; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

