The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ათინოგენ მენაღარიშვილი

დაბადების თარიღი:15 მაისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 1990  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ლანჩხუთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1928 წელს.

 მუშაობა დაიწყო ჩაქვის საცდელ სადგურში მეცნიერი მუშაკის თანამდებობზე. 1931 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიის კათედრის პროფესორია. გამოიკვლია ჩაის მცენარის საკვები ხსნარის ოპტიმალური რეაქცია, დაადგინა ჭიათურის მანგანუმის შლამის მიკროსასუქად გამოყენების შესაძლებლობა, დაამუშავა მურა ნახშირიდან ჰუმინისა და ტორფიდან სასუქების დამზადების ტექნოლოგია. ავტორია აგროქიმიის სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიებისა: "საკვები კულტურების განოყიერება" (1947), "საქართველოს ტორფი" (1949), "საქართველოს ნიადაგების აგროქიმიური დახასიათება" (1963) და სხვა. აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1948).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.569;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: