The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარნა ლომაშვილი

ფარნა ლომაშვილი
ოფიციალური სახელი:ფარნაოზ ლომაშვილი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:28 ივნისი, 2017  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს.

1953-1956წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხალხთა მეგობრობის მუზეუმში, ეროვნულ ურთიერთობათა ინსტიტუტში, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის დიპლომატიურ აკადემიაში, თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტ "გაენათში", თბილისის სასულიერო აკადემიაში, ხარაგაულის, დუშეთის, საგარეჯოს კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. 1973-2004წწ. იყო ა. ს. პუშკინის სახელობის, შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის, კავკასიის ხალხთა ისტორიისა და საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, აგრეთვე ისტორიის კვლევისა და სწავლების მეთოდიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; მრავალი წლის მანძილზე იყო მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის სადისერტაციო საბჭოების წევრი, ხელმძღვანელობდა ასპირანტთა, დოქტორანტთა და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა მუშაობას. აქტიურად მონაწილეობდა საუნივერსიტეტო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. იკვლევდა საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემებს. გამოქვეყნებული ჰქონდა 260 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; მათ შორის 23 მონოგრაფია, 12 სასკოლო სახელმძღვანელო. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1971), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: