The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მენთეშაშვილი

დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 1968  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

1937-1939 წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, 1943-1953 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის პროფესორი, 1953-1968 წწ. კათედრის გამგე, ერთდროულად 1953-1959 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი. მან შეისწავლა ფსიქიატრიულ დაავადებათა კლინიკა და პათოგენეზი, სამედიცინო ფსიქოლოგიისა და ნერვოზების პრობლემები. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1943).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.574

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: