The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კაცია II დადიანი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ოდიშის მთავარი 1758-1788 წლებში, ოტია დადიანის ძე. 1757 წელს ოდიშის დამხმარე ლაშქარს ხელმძღვანელობდა ხრესილის ბრძოლაში. 1770-1771 წლებში დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის კორპუსს ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში (რუსული წყაროების ცნობით, საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა). 1780 წელს კაცია II დადიანმა სოლომონ I-ის დახმარებით რუხის ბრძოლაში დაამარცხა აფხაზეთის მთავარი. შემდეგში იგი აქტიურად ერეოდა აფხაზეთის სამთავრო სახლის შინაურ საქმეებში; ეხმარებოდა ზურაბ შარვაშიძეს თავისი ძმისწულის ქელაიშ-აჰმედ-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დაეხმარა დავით გიორგის ძეს იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 444



გააზიარე: