შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე კაჭარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1930 წელს. 1948-1959 წლებში ხელმძღვანელობდა სკრის მეხილეობის საცდელ სადგურს. 1959-1969 წლებში იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნირერო კვლევითი ინსტიტუტის მეხილეობის აგროტექნიკური განყოფილების გამგე. 1984 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, შეისწავლა ხეხილოვან მცენარეთა გენერაციული განვითარების საკითხები, აღმოსავლეთ საქართველოში ხეხილის ბაღების ნიადაგის დამუშავების სხვადასხვა სისტემა. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1961). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 445 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |