შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოე ფირცხალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1935 წელს. 1936 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1969 წლიდან არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრის გამგე იყო. მისი ძირითადი შრომები ეძღვნებოდა აზოტშემცვლელი ლიგანდებისა და გარდამავალ ელემენტთა კომპლექსური ნაერთების სინთეზსა და ელექტროლიტთა არაწყალხსნარების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლას. რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.332 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |