Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრია ერისთავი![]()
Biographyსწავლობდა პეტარბურგის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტებზე. სტუდენტობის დროს ეჭვმიტანილი იყო რევოლუციურ საქმიანობაში და საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ პროპაგანდაში. ერთი პერიოდი იმყოფებოდა რუსული პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. 1879 წელს საქართველოში დაბრუნდა და მამამისის - მიხეილ ერისთავის - მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. აგრძელებდა ჩაის კულტივირებას გურიაში, აქვეყნდებდა სამეცნიერო-კლევით ნაშრომებს აგრონომიის საკითხებში, მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო კონკურსებში. 1889-1898წწ. მომრიგებლად მუშაობდა ქუთაისის გუბერნიაში, შემდეგ ხელმძღვანელობდა საკრედიტო საზოგადოებას ფოთსა და ქუთაისში. 1900 წელს დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ. 1907 წელს გადასახლდა პეტერბურგში. 1909 წ. არჩეული იყო სახელმწიფო საბჭოს წევრად, 1917 წელს -რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საადგილმამულო კრების წევრად (გარიცხეს გამოუცხადებლობისთვის). ავტორია გამოუქვენყებელი მოგონებებისა "ისტორიული სურათები. რუსული რევოლუციის ეპოქიდან. თვითმხილველის შთაბეჭდილებები და აზრები". დაცულია სოციალური ისტორიის ინსტიტუტის არქვიში, ამსტერდამში. ქართველი მეწარმე და პოლიტიკური მოღვაწე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |