შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ფირცხალაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიანი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1938 წელს. 1954 წლიდან ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აგროტექნიკური განყოფილების გამგე. შეიმუშავა ჩაისა და ციტრუსოვანი პლანტაციების გახშირებულად გაშენების ხერხები, ჩაის ბუჩქის გასხვლის სახეებისა და ფოთლის კრეფის წესების მორიგეობის სისტემა, დაადგინა ნასხლავი მასალის რიგთშორისებში დატოვების მაღალი ეფექტიანობა. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1976). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.332 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |