The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ფირცხალაიშვილი

დაბადების თარიღი:8 მაისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1990  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიანი, ლანჩხუთის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1938 წელს.

1954 წლიდან ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აგროტექნიკური განყოფილების გამგე. შეიმუშავა ჩაისა და ციტრუსოვანი პლანტაციების გახშირებულად გაშენების ხერხები, ჩაის ბუჩქის გასხვლის სახეებისა და ფოთლის კრეფის წესების მორიგეობის სისტემა, დაადგინა ნასხლავი მასალის რიგთშორისებში დატოვების მაღალი ეფექტიანობა. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1976). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.332

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: