The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ითონიშვილი

დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1958
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 2000  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1980 წელს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1993 წელს.

1983–2000წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან ეთნოლოგიასა და კავკასიის ხალხთა ისტორიაში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1990 წელს ერთი წლის მანძილზე იყო ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი და ლექციებს კითხულობდა კავკასიის ხალხთა ეთნოლოგიაში; 1998 წელს საერთაშორისო კონფერენციის "კავკასიის ხალხთა გენოციდი" (თბილისი) ერთ–ერთი ორგანიზატორი. ავტორია 60–მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა, მათ შორის, 20–მდე მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გამოიცა საქართველოს ისტორიულ–ეთნოგრაფიული კალენდარი და ქართულ–კავკასიური ისტორიულ–ეთნოგრაფიული პლაკატი. მისმა ნაშრომებმა დაუდო სათავე კავკასიის ხალხთა ეთნოციდის შესწავლას. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი ნაშრომები ქართულ–ოსურ ურთიერთობათა ისტორიის, დვალეთის ისტორიის, კავკასიის და საქართველოს ეთნოსოციალური ისტორიის საკვანძო საკითხებზე. შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში კავკასიაში რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის შესატყვისი ტერმინი "რუსიანობა". 1998 წელს მისი მონაწილეობით დაფუძნდა ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექცია. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

წყარო: ვახტანგ ითონიშვილის გახსენება : ისტორიულ–ეთნოგრაფიული ძიებანი, IV / გიორგი გოცირიძე.-თბ., 2002, გვ.7–12

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ავსტრიის ეთნოლოგთა საზოგადოება, წევრი (1990-)
  • ევროპის მეცნიერების და ტექნოლოგიების ხელშემწყობი ასოციაცია – "ევრომეცნიერება" (სტრასბურგი, საფრანგეთი) , წევრი (1998-)
  • საქართველოს ახალგაზრდა ეთნოლოგთა ასოციაცია, დამფუძნებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: