The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ფიცხელაური

დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1893
გარდაცვ. თარიღი:4 ივნისი, 1965  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის საოსტატო-სამასწავლებლო ინსტიტუტი 1917 წელს, ქ. კეთენის (გერმანია) უმაღლესი სამრეწველო სასწავლებელი 1927 წელს.

1922 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1960 წლიდან პროფესორი). აქვე (ი. ნიკოლაძესთან ერთად) დაარსა კერამიკის კათედრა, რომელსაც უძღვებოდა გარდაცვალებამდე. 1930-1943წწ. ხელმძღვანელობდა ს. კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტის სილიკატების ტექნოლოგიურ კათედრას. მისი პროექტებით საქართველოში აიგო საშენ მასალათა მრავალი საწარმო. კერამიკოსი, ინჟინერ-ტექნოლოგი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.339

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: