შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ძიძაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1946 წელს(საფორტეპიანო, მუსიკის ისტორია). 1945–1950წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კონცერტმაისტერი; 1946–1947წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერი; 1949–1969წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის ფაკულტეტის პედაგოგი(რუსული მუსიკის ისტორია, საოპერო დრამატურგია), 1954 წლიდან დოცენტი, 1969 წლიდან პროფესორი, 1969–1977წწ. საკონცერტმაისტერო დაოსტატების კათედრის გამგე, 1977 წლიდან კონსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს მდივანი; მოწაფეები: ნ. ბაკალინსკაია–დიმიტრიადი, ნ. გიგინეიშვილი, ვ. გურევიჩი, ე. დათეშიძე, მ. კირაკოსოვა, მ. ბოროდა(ყველა მუსიკისმცოდნე), ვ. შუბლაძე(მუსიკისმცოდნე და დირიჟორი), ნ. მახარაძე, ი. მჟავანაძე, ო. ჭავჭავაძე(კონცერტმაისტერები); მუსიკისმცოდნე–ისტორიკოსი, კონცერტმაისტერი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სოციალური ბრძოლისა და პატრიოტიზმის თემა ქართულ საბჭოთა საოპერო დრამატურგიაში", დაიცვა 1953 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 553 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |