შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეგნატე იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია, მოსკოვის სასულიერო აკადემია. ლოგიკას, სლავურ ენას, რუსულ სიტყვიერებას, რუსული ლიტერატურის ისტორიასა და საღვთო სჯულს ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში, შემდეგ- სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში. აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში. თანამშრომლობდა თითქმის ყველა მაშინდელ ჟურნალ-გაზეთში. აქვეყნდებდა პოპულარული ხასიათის წერილებს, საბავშვო მოთხრობებს. ავტორია დრამისა "ცოდვის შვილი" (1890), რიგი სახელმძღვანელოებისა. ბავშვთათვის გადააკეთა "ვეფხისტყაოსანი". პროზაიკოსი, საზოგადო მოღვაწე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |