The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეგნატე იოსელიანი

ეგნატე იოსელიანი
სხვა სახელი:წყალტუბელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1847
გარდაცვ. თარიღი:1919  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია, მოსკოვის სასულიერო აკადემია.

ლოგიკას, სლავურ ენას, რუსულ სიტყვიერებას, რუსული ლიტერატურის ისტორიასა და საღვთო სჯულს ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში, შემდეგ- სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში. აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში. თანამშრომლობდა თითქმის ყველა მაშინდელ ჟურნალ-გაზეთში. აქვეყნდებდა პოპულარული ხასიათის წერილებს, საბავშვო მოთხრობებს. ავტორია დრამისა "ცოდვის შვილი" (1890), რიგი სახელმძღვანელოებისა. ბავშვთათვის გადააკეთა "ვეფხისტყაოსანი". პროზაიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

 



გააზიარე: