The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ძიძიგური

მედეა ძიძიგური
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1942
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 1999  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1964 წელს(ფრანგული).

1963 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; სტუდენტობისას მღეროდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში; ჯერ კიდევ ნორჩ ასაკში იმ დროის რუსული ესტრადის ვარსკვლავის, ლ. უტიოსოვის ყურადღება მიიპყრო და მან თავის საესტრადო კონცერტში მონაწილეობისათვის მიიწვია; დებიუტანტმა წარმატებით იმღერა სამი ნომერი, მათ შორის რ. ლაღიძის "თბილისო"; 1969 წლიდან ყოველწლიურად ატარებდა კონცერტებს განახლებული პროგრამით; 1979-1985წწ. იყო საქართველოს ტელერადიოკომიტეტის მუსიკალური რედაქტორი, ხოლო 1994 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად; იყო მსოფლიო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, სამგზის ოქროს მედლის მფლობელი; ჰქონდა მეტად კოლორიტული ხმა და შესრულების ორიგინალური მანერა; განსაკუთრებით კარგად ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს; ქართული რეპერტუარი: "სვეტიცხოველი"(ხალხური, ჯ. ჩარკვიანი), "მიმღერე რამე"(გ. ცაბაძე, პ. გრუზინსკი), "წმინდაო მარიამ"(გ. ჩლაიძე, პ. გრუზინსკი), "მეზურნე"(ა. ყარაშვილი, ა. წერეთელი), "რომანსიადა"(გ. ჩუბინიშვილი), "ჟუჟუნა წვიმა"(ვ. დურგლიშვილი, ა. კალანდაძე), "მე შენთან მოვალ"(ეთ. ჭელიძე, დ. გვიშიანი), "ადამიანი", "მადლობელი ვარ", "უშენოდ"(ი. გურგულია), "რომანსი"(დ. თორაძე, პ. გრუზინსკი); სხვა რეპერტუარი: რუსული და ბოშური რომანსები; გასტროლები: პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ფინეთი, იუგოსლავია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი; გადაღებულია დოკუმენტური ფილმი "მღერის მედეა ძიძიგური"; საესტრადო მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 553

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1974 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: