შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ძნელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1956 წელს. 1954–1958წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1959–1962წწ. უკრაინის ქ. ლვოვის ი. ფრანკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1963 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ქართული ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1964 წლიდან საესტრადო ანსამბლების "რერო", "დიელო", "ორერა", საცეკვაო ანსამბლის სოლისტი; 1965 წელს მოღვაწეობდა ვიეტნამში; 1968 წელს ჩამოაყალიბა ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი "ინგური" (ძმასთან, კონსტანტინესთან ერთად); 1971 წელს ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტში დადგა ქორეოგრაფიული სიუიტა, საცეკვაო ნომრები სტუდენტებისათვის; 1972 წელს ლენინგრადის მარიას ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ზ. ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი"–ს ცეკვები; 1976–1979წწ. იყო ქ. დაკარში (სენეგალი) მის მიერ დაარსებული კლასიკური ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი და პედაგოგი; 1980–1992წწ. თბილისის საესტრადო ხელოვნების სასწავლებლის კლასიკური და თანამედროვე ცეკვის პედაგოგი; 1992 წლიდან თბილისის ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის ბალეტმაისტერი; გასტროლები: ავსტრია (სბალეტო დასთან ერთად), ინდონეზია (ხახლური ცეკვის ანსამბლთან ერთად), კუბა, კენია, რუანდა, უგანდა, ტანზანია, მადაგასკარი, ინდოეთი, პოლონეთი, გერმანია, მექსიკა, პერუ, ვენესუელა, ჩილე (ქართული ცეკვები); ბალეტის მოცეკვავე. მირებული აქვს მოსკოვის საკავშირო კონკურსიის I ხარისხის დიპლომი (1956) მფლობელი, მოსკოვის VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება (1957), ვიეტნამის გმირის ორდენი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 554; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.240 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |