The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ფორჩხიძე

შალვა ფორჩხიძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1919
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 2006  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვაციხე, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა (1946). ლირიკული ლექსების პირველი კრებული "საწინდარი" (1950). ძირითადი პოეტური კრებულები: "ჩემო ქვეყანავ" (1952), "შენ ხარ ვენახი" (1956), "ხმაურისა და სიჩუმის შორის" (1962), "ჟამი ამზევებისა" (1970), "ჩალისფერი კერპები" (1975), "ეს შენ ხარ, შენ ხარ!" (1978), "ერთტომეული" (1980), "ლექსები"(1983). მის პოეზიაში გადმოცემულია საქართველოს ყოფისა და ბუნების კოლორიტული სურათები. რესპუბლიკის მოწინავე ადამიანებს ეძღვნება პოეტის წიგნი "პასტორალები" (1977). მას ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები ქართველ პოეტებზე (გ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, გ. ლეონიძე, ი. მოსაშვილი, ი. აბაშიძე, ჯ. ჩარკვიანი და სხვა., გამოცემულია ცალკე წიგნადაც რუსულ ენაზე 1977, სათაურით "დაფნის ხეებთან"), საყმაწვილო ლექსები და პოემები (კრებული "ძმობილები", 1955; "ორთავ თვალის სინათლევ!", 1979) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.370; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.49

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1962-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: