Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ფორჩხიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვაციხე, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა (1946). ლირიკული ლექსების პირველი კრებული "საწინდარი" (1950). ძირითადი პოეტური კრებულები: "ჩემო ქვეყანავ" (1952), "შენ ხარ ვენახი" (1956), "ხმაურისა და სიჩუმის შორის" (1962), "ჟამი ამზევებისა" (1970), "ჩალისფერი კერპები" (1975), "ეს შენ ხარ, შენ ხარ!" (1978), "ერთტომეული" (1980), "ლექსები"(1983). მის პოეზიაში გადმოცემულია საქართველოს ყოფისა და ბუნების კოლორიტული სურათები. რესპუბლიკის მოწინავე ადამიანებს ეძღვნება პოეტის წიგნი "პასტორალები" (1977). მას ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები ქართველ პოეტებზე (გ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, გ. ლეონიძე, ი. მოსაშვილი, ი. აბაშიძე, ჯ. ჩარკვიანი და სხვა., გამოცემულია ცალკე წიგნადაც რუსულ ენაზე 1977, სათაურით "დაფნის ხეებთან"), საყმაწვილო ლექსები და პოემები (კრებული "ძმობილები", 1955; "ორთავ თვალის სინათლევ!", 1979) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.370; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.49 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |