The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისიდორე კვიცარიძე

ისიდორე კვიცარიძე
სხვა სახელი:არიძე  (ფსევდონიმი)
ის-არიძე  (ფსევდონიმი)
ისო   (ფსევდონიმი)
ქუთათური მწიგნობარი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1870
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1937  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოფურჩხეთი, წყალტუბოს რაიონი.

მეგობრობდა ქართველ მწერლებსა და პოეტებთან. 1899 წელს ქუთაისში სხვებთან ერთად დააარსა სამრეწველო-სავაჭრო ამხანაგობა "კოლხიდა", რომელიც სოფლის მეურნეობის რამდენიმე სფეროში მუშაობდა, მათ შორის არის: მეაბრეშუმეობა, მებამბეობა, მეხილეობა, მეღვინეობა. 1900-იან წლებში ამავე სახელწოდებით საგამომცემლო და პრესის გავრცელების კანტორა შექმნა; "კოლხიდა" ბეჭდავდა პერიოდულ გამოცემებს, საგანმანათლებლო და ლიტერატურული ჟანრის წიგნებს; პრესას და გამოცემებს ავრცელებდა ქუთაისის გუბერნიის მთელ ტერიტორიაზე. 1907 წლის 22 მარტს ხელისუფლებამ "კოლხიდა" დახურა და მისი გამოცემების კონფისკაცია მოახდინა. მოგვიანებით, 1908 წელს იგი ჟანდარმერიამ დააპატიმრა. იმდროინდელ პრესაში დაკავების მიზეზად არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაა დასახელებული. მას ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ის საგამომცემლო და პრესის გავრცელების საქმეს დაუბრუნდა და პრესის კანტორა "იმერეთი" დააფუძნა. ამ კანტორას ხშირად სტუმრობდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. 1922-1923წწ. ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები გამოცემები საქართველოს მუზეუმს გადასცა. 1934 წელს დააპატიმრეს და მისი ქონების კონფისკაცია მოახდინეს; 1937 წელს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1902 წლიდან "მენშევიკების" პარტიის წევრობის ბრალდებით. 1937 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატის "ტროიკამ" დახვრეტისა და ქონების კონფისკაციის განაჩენი გამოუტანა. განაჩენი მალევე აღსრულდა. საზოგადო მოღვაწე,  გამომცემელი. რეპრესირებული.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.660

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოციალ - დემოკრატიული პარტია (მესამე დასი), წევრი (1893-1897)

გააზიარე: