Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნესტორ კუცია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი. დაამთავრა ძველი სენაკის ქართული სათავადაზნაურო სკოლა (რომელიც არსებობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან) და კომერციული სასწავლებელი. 1895 წელს მას მემკვიდრეობით დარჩა ბაბუამისის, - თავად ნიკოლოზ მიქაძის ხე-ტყის გადამამუშავებელი წარმოება (რომელიც იმხანად ერთ-ერთი უდიდესი წარმოება იყო საქართველოში) და ხე-ტყის ტარისა და ფართლეულის მაღაზიები აბაშაში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ფოთში. 1905 წელს მიენიჭა პირველი გილდიის ვაჭრის წოდება, რაც კომერციის დარგში მეფის რუსეთში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა. მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთთან, საბერძნეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან. გარდა ამისა, მას ჰქონდა გრეხილი ავეჯის ფაბრიკა, რომლის ნაწარმის ექსპორტირება ხდებოდა თურქეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, ყოფილი რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში. საქართველოს გარდა, ევროპის და რუსეთის იმპერიის რამდენიმე მსხვილ ქალაქში ფუნქციონირებდა ფაბრიკის საფირმო მაღაზიები. ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ და საქველმოქმედო მოღვაწეობას. არჩეული იყო სენაკის მაზრის თვითმმართველობის ხმოსნად (დეპუტატად) და აბაშის ოთხკლასიანი სკოლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ძალისხმევით გაიხსნა სამკითხველოები სუჯუნაში, აბაშასა და სენაკში. მუდმივად უწევდა ფინანსურ დახმარებას სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიას. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელი მოწინავე ქართველი საზოგადოების არაერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან. ქართველი მრეწველი, კომერსანტი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |