The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ლორთქიფანიძე

გრიგოლ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1881
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1937  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ისრითი, ქუთაისის მაზრა.

1898-1902წწ. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსწავლე, მოსწავლეთა სოციალისტური წრის ხელმძღვანელი; 1902-1904წწ. ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი; 1904 წელს რევოლუციური სტუდენტური მოძრაობის წევრი ოდესის გუბერნიაში; 1905-1907წწ. პატიმრობა ანტიცარისტული და რევოლუციური საქმიანობის გამო; 1907 წელს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის სტუდენტი, მემარცხენეთა სტუდენტური წრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1907-1908წწ. ქუთაისის გუბერნიაში გამომავალი რადიკალური, ანტისამთავრობო გაზეთების "ეკალისა" და "სოციალ-დემოკრატიული ფურცლის" რედაქტორი; 1911-1912წწ.  მეტეხის ციხის პატიმარი, პატიმართა საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; 1912-1916წწ. გადასახლება რუსეთის ევროპული ტერიტორიების ჩრდილოეთ გუბერნიებში; 1916-1918წწ. ვორონეჟის გუბერნიის ქალაქ ურუს სკოლის პედაგოგი, ადიგლობრივი სოციალისტური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი; 1918-1920წწ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებული, მთავრობის სამხედრო საკითხთა ჯგუფის წევრი; 1920 წელს საქართველოს სამხედრო მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე; 1920-1921წწ. საქართველოს სახალხო განათლების მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. რევკომთან მოლაპარაკებებზე დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებული; 1921-1922წწ. მეტეხის ციხის პატიმართა კომიტეტის ლიდერი; 1923-1925წწ. სუზდალის ციხის პატიმარი. დაწერა ისტორიოგრაფიულ ნაშრომს “ფიქრები საქართველოზე"; 1925-1935წწ. იძულებითი ემიგრაცია, გადასახლება კურსკში. ადგილობრივი სკოლის პედაგოგი. წერდა რამდენიმე ანტისტალისნისტურ საჯარო წერილს; 1937 წელს ბერიას ბრძანებით მოკლეს თბილისში. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: თბილისის ფაბიანური საზოგადოება: fabiansocialists.wordpress.com; გრიგოლ ლორთქიფანიძე, 1881-1937 = Grigol Lortkipanidze, 1881-1937 : ალბომი / აკა მორჩილაძე.-თბ.,2021.-გვ.160 (idfi.ge)


გააზიარე: