The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრიფონ ფოფხაძე

ტრიფონ ფოფხაძე
დაბადების თარიღი:1905  (119 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მუშა

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, საჩხერის რაიონი.

1919-1965წწ. მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში და ტრესტ "ჭიათურ-მარგანეცის" ი. სტალინის სახელობის მაღაროთა სამმართველოში ჯერ მანგანუმის მადნის ამწმენდად, შემდეგ კი ცვლის უფროსად და უბნის გამგედ; სკკპ XXI ყრილობის დელეგატი, საქართველოს სსრ I-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, სტახანოვური მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.386

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - სოციალისტური შრომის გმირი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • ლენინის ორდენი (3 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: