შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ძნელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა სიღნაღის მუსიკალური სასწავლებელი 1980 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1986 წელს(გუნდის დირიჟორი), ლატვიის ი. ვიტოლის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა 1989 წელს(გუნდის დირიჟორი). 1983–1985წწ. იყო თბილისის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერული გუნდის მომღერალი; 1985–1986წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1986–1987წწ. და 1989–1992წწ. თბილისის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერული გუნდის მთავარი ქორმაისტერი; 1990–1993წწ. თბილისის სულხან–საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკა ფილოლოგიის კათედრის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების პედაგოგი; ქალთა სტუდენტური გუნდის ხელმძღვანელი; 1990–1993წწ. დააარსა და ხელმძღვანელობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" ბიჭუნათა გუნდს "ნუკრი"; 1993 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო–სადირიჟორო კათედრის პედაგოგი(დირიჟორობა, საგუნდო პარტიტურის კითხვა, გუნდთმცოდნეობა, გუნდთან მუშაობის მეთოდიკა), 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 554 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |