The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე ჯაში

მარინე ჯაში
Date of birth:12 September, 1950  (74 years)
Category:Linguist, Translator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული ენის განყოფილება 1972 წელს.

1971-1972წწ. იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში სადიპლომო პრაქტიკაზე. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1972–1988 წწ. მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რომანულ–გერმანიკული ფილოლოგიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად. 1984–1987 წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი, სადაც მან 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გრიფით ენის თეორია და გერმანიკული ენები. 1988–2005 წწ. ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრისა და სინქრონული თარგმნის განყოფილების პედაგოგი, დოცენტი. 2006-2013 წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანისტიკის მიმართულების ასისტენტ–პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 1988 წლიდან არის სინქრონისტი თარჯიმანი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სემინარებში როგორც თარჯიმანს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, მედიცინა, არქიტექტურა. არის 35 ნაშრომის ავტორი, მათ შორის 5 ტერმინოლოგიური ლექსიკონის თანაავტორი, 2 წიგნის ავტორი, 3 წიგნის რეცენზენტი და 5 წიგნის რედაქტორი. გერმანისტი.

Member of Organizations

  • VDS (Verein Deutsche Sprache) ორგანიზაცია, წევრი
  • აკადემიური გაცვლითი სამსახურის DAAD-ის ყოფილ სტიპენდიანტთა საქართველოს კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ორგანიზაციის საპატიო სამკერდე ნიშანი
  • აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ხუთგზის სტიპენდიანტი

Bibliography


Share: