The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი შავდია

გივი შავდია
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1959 წელს.

1959 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად (1975 წლიდან განყოფილების უფროსი); "თბილქალაქპროექტის" ქალაქთგეგმარების სამმართველოს უფროსად; პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1974 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; ნამუშევრები: თბილისის რეკონსტრუქცია-განვითარების გენერალური გეგმა 1970-2000წწ. პერიოდისათვის; რკინიგზის ვაგზლის შენობა (1988; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1992); საცხოვრებელი სახლი ხილიანის ქუჩაზე; ქალაქის ახალი რაიონების: დიღმის, ვარკეთილის, ვაზისუბნის, ზღვის უბნის, ავჭალის, ღრმაღელის, ლოჭინისა და სხვა; დეტალური დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტები; კურორტების ცხვარიჭამიას და წყნეთის გენერალური გეგმები; საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მრავალსართულიანი კომპლექსი და სხვა; აქვს ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში; მრავალი კონკურსის, ბიენალეს, დათვალიერების მონაწილე და ლაურეატი, სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ბრინჯაოს მედალი, 1979); ავტორია სამეცნიერო ნაშრომისა "თბილისის ტერიტორიების კომპლექსური ქალაქთგეგმარებითი შეფასება და მიწისქვეშა სივრცეში მშენებლობის ეფექტურობის გამსაზღვრა". 2014  წელს მიენიჭა არქიტექტურის რაინდის წოდება.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.916; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.601; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1993-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: