შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მ. პერინის საბალეტო სტუდია 1937 წელს. 1937 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში, პედაგოგი დ. ჯავრიშვილი (ქორეოგრაფია); 1940 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; დებიუტი: მანიჟე (1941, ა. ბალანჩივაძე "მთების გული"); 1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პედაგოგ–რეპეტიტორი; მოწაფეები: ი. ჯანდიერი, ნ. არობელიძე, ლ. ხოზაშვილი; ქართული რეპერტუარი: მანიჟე (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), სოლო (დ. თორაძე "გორდა"), მავრიტანული (ა. მაჭავარიანი "ოტელო"); სხვა რეპერტუარი: მირტა (ადანი "ჟიზელი"), ქუჩის მოცეკვავე (მინკუსი "დონ კიხოტი"), ფერია კარაბოსი (ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი"), უფროსი ფერია (შოპენი "შოპენიანა"), ზარემა (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"); მონაწილეობდა საოპერო სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა", დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", დელიბი "ლაკმე", გუნო "ფაუსტი", ა. დარგომიჟსკი "ალი", ბიზე "კარმენი", ვერდი "აიდა"; დადგმები: ს. ცინცაძე "ცისფერი მთის საუნჯე" ვ. დოლიძესთან და თ. სანაძესთან ერთად; ბალეტის მოცეკვავე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 558; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.82 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |