The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიგუმ ორბელი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე. ორბელთა აჯანყების შემდეგ საქართველოდან გადახვეწილ ორბელების შთამომავალი. შვილი იმ ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელისა, რომელიც თამარის დროს დააბრუნეს სამშობლოში. საქართველოს ხელისუფალთაგან პირველი დაემორჩილა მონღოლებს, რის სანაცვლოდ მიიღო ვაიოცძორი და ეღეგიქის ნაწილი. მონღოლთა ამ წყალობას, რაც მეზობელი მთავრების ხარჯზე მოხდა, მტრობა მოჰყვა ავაგ მხარგრძელისა და ელიგუმ ორბელის სახლებს შორის. ელიგუმი გარდაიცვალა ავადმყოფობით მარტირიპოლის ალყაში მონაწილეობისას. ორბელთა საგვარეულო გადმოცემით, ელიგუმი ავაგმა მოაწამვლინა მკურნალს.

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ელიგუმ_ლიპარიტის_ძე_ორბელი


გააზიარე: