Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიგუმ ორბელი![]()
BiographyXIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე. ორბელთა აჯანყების შემდეგ საქართველოდან გადახვეწილ ორბელების შთამომავალი. შვილი იმ ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელისა, რომელიც თამარის დროს დააბრუნეს სამშობლოში. საქართველოს ხელისუფალთაგან პირველი დაემორჩილა მონღოლებს, რის სანაცვლოდ მიიღო ვაიოცძორი და ეღეგიქის ნაწილი. მონღოლთა ამ წყალობას, რაც მეზობელი მთავრების ხარჯზე მოხდა, მტრობა მოჰყვა ავაგ მხარგრძელისა და ელიგუმ ორბელის სახლებს შორის. ელიგუმი გარდაიცვალა ავადმყოფობით მარტირიპოლის ალყაში მონაწილეობისას. ორბელთა საგვარეულო გადმოცემით, ელიგუმი ავაგმა მოაწამვლინა მკურნალს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ელიგუმ_ლიპარიტის_ძე_ორბელი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |