The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიპარიტ ორბელი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე. შთამომავალი იყო იმ ორბელისა, რომლებიც გიორგი III წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დამარცხების შემდეგ საქართველოდან გადაიხვეწნენ. მამის სიკვდილის შემდეგ მცირეწლოვანი ლიპარიტი 10 წლით მძევლად იყო ნახიჭევანში. 1206 წელს თამარ მეფის ნებით მხარგრძლებმა ჩამოიყვანეს საქართველოში. ლაშას მეფობაში ლიპარიტი დაადგინეს სივნიეთის ერისთავად და იგი მხარგრძელთა სახლის ყმად იქცა. მართალია, სტეფანოს ორბელიანის ცნობით, ორბელის წინაპართა ქონებიდან არაფერი დაუბრუნეს, მაგრამ სანაცვლოდ მრავალი სოფელი და ციხე მისცეს საქართველოს სახელმწიფოში შემაველ სომხეთის ტერიტორიაზე. გარდაიცვალა მონღოლების შემოსევის წინ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7.- თბ., 1984.-გვ. 555



გააზიარე: