შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ პატარიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის, ელისე პატარიძის ოჯახში. იყო ფირმა "აგფა გევაერტის" ფინანსური დირექტორის მოადგილე და ხარისხის განყოფილების დირექტორი; აქტიურად მონაწილეობს საფრანგეთში არსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, იყო მისი თავმჯდომარე 1987-1991წწ.; 1971 წელს დააარსა ფოლკლორული გუნდი "მერანი" (არსებობდა 1991 წლამდე) და ქართველ ემიგრანტ ახალგაზრდებს შეასწავლა ქართული სიმღერა და საეკლესიო გალობა; წლების განმავლობაში იყო პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მგალობელთა გუნდის წამყვანი. საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1991 წლის მაისში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებელი; 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიანიჭა ორმაგი მოქალაქეობა. მონაწილეობს ქართული მრავალხმიანობის სიმპოზიუმებში, ქართულ-ფრანგულ კულტურულ ღონისძიებებში; მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2005 წლის ნოემბერში საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენების საქმეში; მისი აქტიური მეცადინეობით საქართველოს საარქივო დაწესებულებებს გადაეცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ოჯახებში დაცული არა ერთი უნიკალური დოკუმენტი. ქართველი საზოგადო მოღვაწე საფრანგეთში, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |