შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა ფოჩხუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ზოგადი ენათმეცნიერების და ქართული ლექსიკოლოგიის კურსებს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში იკვლევდა ენათმეცნიერების თეორიის, ქართულ და ქართველურ ენათა ფონეტიკურ-გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკოლოგიის საკითხებს. მონაწილეობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მომზადებაში (VIII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია. მისი თაოსნობით შედგა ქართული ენის ინვერსიული ლექსიკონი (1967). ხელმძღვანელობდა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა სიმფონიის შედგენას უნივერსიტეტის ვაჟა-ფშაველას კაბინეტში. 1970 წლიდან მუშაობდა ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონის შესადგენად. შეადგინა 3 დარგის (მცენარეები, ცხოველები, არაცოცხალი ბუნება) იდეოგრაფიული ლექსიკონი. მასვე ეკუთვნის "ქართული ენის ლექსიკოლოგია" (1974). ენათმეცნიერი, ზოგადი ენათმეცნიერებისა და ქართველურ ენათა სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.387; http://www.ice.ge/Struqtura/Gankofilebebi/Leqsikologiis/B%20Fochkhua.html ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |