Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახაბერ კახაბერისძე![]()
Biographyდასავლეთ საქართველოს სხვა დიდებულებთან ერთად დიდად შეუწყო ხელი დავით IV ნარინის გამეფებას დასავლეთ საქართველოში. შემდგომში მოინდომა იმერეთში დავით ლაშას ძის გამეფება, მაგრამ უშედეგოდ. კავშირი დაამყარა მონღოლებთან, დავით ნარინს აუმხედრა აბაღა-ყაენის წინააღმდეგ აჯანყებული და დასავლეთ საქართველოში თავშეფარებული ღალღური. კახაბერისძე ყაენის კარზეც წაჰყვა ღალღურს და იქ დავით ნარინის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა. იქიდან კახაბერისძე ქართლში, ატენში დაბრუნდა. დავით ნარინმა შეიწყალა ორგული ერისთავი და რაჭაც დაუბრუნა. მცირე ხნის შემდეგ კახაბერისძემ კვლავ უღალატა მეფეს. მონღოლ სარდალ ალიყანთან გააბა მიმოწერა დავით ნარინის შეპყრობის თაობაზე. მეფემ ხელთ იგდო კახაბერისძე, თვალები ამოშანთა და ცალი ხელი და ფეხი მოჰკვეთა, ერისთავის ორი შვილი განდევნეს კონსტანტინოპოლში. ამით დასრულდა კახაბერისძეების მფლობელობა რაჭაში. რაჭის ერისთავი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 446
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |